Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/4e8f1b44168860eaec5a5855abefcf23.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს გვიან ღამით თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. წიკლაურის თქმით, სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს. დეპუტატის განცხადებით, მის წინააღმდეგ ელექტროშოკიც გამოიყენეს. „ღამის 3 საათისთვის დავბრუნდი სახლში. სახლთან დამხვდა სამი მანქანა, რომელშიც იყო შვიდი ან რვა ადამიანი, ყოველგვარი სიტყვების გარეშე დამესხნენ თავს და დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს ჩხუბი. მათი ამოცანა იყო მანქანაში შეგდება და როცა ეს არ მოხერხდა, ერთ-ერთმა დამადო ორჯერ ელექტროშოკი“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. დეპუტატს სამედიცინო დახმარება ღუდუშაურის საავადმყოფოში აღმოუჩინეს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. „დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს ღამის სამ საათზე დახვდა რვა ადამიანი და სცადა მისი გატაცება ელექტროშოკების გამოყენებით. ბოცოს და მეზობლების წინაააღმდეგობის დროს მას მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის სახეზე, მუხლებზე, ფეხებზე. აქვს ტვინის შერყევაც. ეს ადამიანები, გავდნენ სუს-ის წარმომადგენლებს და მაშასადამე, უდიდესი ალბათობით, მოქმედებდნენ მთავრობის დავალებით. მოწმეთა გატაცებიდან, მთავრობაში მოკალათებული მეხუთე კოლონა გადავიდა დეპუტატებზე. ეს მათ მწარედ მოუბრუნდებათ“, – წერს პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი „ფეისბუქში“.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.