Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/10155063_628349433922803_152202520_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
პრემიერი - მეზღვაურის პროფესია უფრო მეტად უნდა დაფასდეს
''მეზღვაურის პროფესია უფრო მეტად უნდა დაფასდეს, უფრო მეტი პროფესიონალი, გამოცდილი მეზღვაური უნდა გვყავდეს და კიდევ უფრო უნდა მივუახლოვდეთ მსოფლიო სტანდარტებს'', - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას გააკეთა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ სფეროს განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასა და გაძლიერებას. პრემიერმა საზღვაო აკადემიიის კურსდამთავრებულებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ყველა ქართველ მეზღვაურს სასწავლებლის 75 წლის იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მეზღვაურობა მთელ მსოფლიოში საპატიო და საამაყო პროფესიაა, ქართველი მეზღვაურები კი პროფესიონალიზმით, საქმის სიყვარულითა და ერთგულებით გამოირჩევიან. „ძალიან საამაყოა, რომ ეს მარტო ჩვენთან კი არა, უცხოეთშიც იციან და აფასებენ ჩვენს მეზღვაურებს“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტრატეგიულ მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა აკადემიას მუდმივი განვითარების საშუალება ჰქონდეს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მოხსნა კითხვები ბათუმის საზღვაო აკადემიაში მიღებულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და აღიარა ჩვენი აკადემიის დიპლომი. 2013 წლის ნოემბერში ევროკავშირის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და ქართველი მეზღვაურები დაბრუნდნენ ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. ეს არის ნამდვილად დიდი წარმატება. საბედნიეროდ, ქართველ მეზღვაურებს აღარ მოუწევთ უდიდესი რისკის ფასად საეჭვო გემებზე არალეგალურად მუშაობა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას. პრემიერი ბათუმის საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობასაც გაეცნო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.