პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა და პატრიარქმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. პრემიერი ვაკის პარკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან ერთად იმყოფებოდა. ღარიბაშვილმა უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვითაც მიმართა და მათ ფაშიმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი მიულოცა. "მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, ესაა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე – დღე ფაშიზმზე გამარჯვების. მინდა ეს დღე დიდი პატივისცემით და სიყვარულით მივულოცო განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს. ფაშიზმზე გამარჯვება ესაა დღე, რომლის მიღწევაში ჩვენს თანამოქალაქეებს უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი. ვიცით, რომ დაახლოებით 300 000 ჩვენი თანამოქალაქე იბრძოდა და გმირულად დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, მხოლოდ ქერჩის ბრძოლაში 120 000 ქართველი დაეცა გმირულად. მე როგორც რიგითი მოქალაქე ქედს ვიხრი მათი უკვდავი სულების წინაშე და დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ პატივი მივაგო მათ ხსოვნას, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე განმატრებით, ყველა ცივილიზებული სამყაროს ვალია, რომ საკუთარ ვეტერანებზე იზრუნოს. "თუ ჩვენ გვაქვს ამბიცია და პრეტენზია, რომ გავხდეთ თანამედროვე სახელმწიფო, ვეტერანებზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენი მთავრობა შესაძლებობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს, რომ ვეტერანების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. 69-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩვენმა მთავრობამ გამოყო 400-ლარიანი დახმარება ვეტერანებისთვის და 200-ლარიანი დახმარება მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის. ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ვცდილობთ, რომ მათი მდგომარეობა გახდეს უკეთესი. ჩვენი ვალია, რომ მათი ჯანდაცვა იყოს უფრო მაღალი ხარისხის და იცით, რომ ამოქმედდა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურებას 100%-ით ფარავს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.