Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/Screenshot_21.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
შსს იზოლატორი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ბრიტანელმა ექსპერტმა ჯეიმს მერდოკმა დაათვალიერა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბრიტანელმა ექსპერტმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ჯეიმს მერდოკმა, დროებითი მოთავსების იზოლატორებისთვის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავების მიზნით, შსს-ს ე.წ. „მოდულის“ შენობაში დროებითი მოთავსების იზოლატორი მოინახულა. ოფიციალური ცნობით, მან არსებული ვითარება ადგილზე შეისწავლა და განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დროებითი მოთავსების სხვა იზოლატორების დათვალიერებაც. ვითარების დეტალურად გაცნობის შემდეგ ჯეიმს მერდოკი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ბრიტანელი ექსპერტი პროცედურების დოკუმენტს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად შეადგენს. შემუშავებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების საფუძველზე, შსს-ს აკადემიაში დაინერგება ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამები. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. შსს 2014 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „საქართველოს შსს-ს შესაძლებლობათა გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით“. პროექტის მიზანია დროებითი დაკავების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა სათანადო პირობების შექმნით, დროებითი მოთავსების იზოლატორების პერსონალისათვის ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით. ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტი ასევე შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებსა და ადვოკატებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.