Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/10527800_681437551947324_337527645257028338_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
პრემიერი პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს შეხვდა
პოლონეთი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას უმოკლეს ვადებში განახორციელებს; პროცედურა სექტემბრიდან, მას შემდეგ დაიწყება, რაც პოლონეთის პარლამენტი მუშაობას განაახლებს,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩის შეხვედრაზე გახდა ცნობილი. როგორც გაირკვა, დოკუმენტის რატიფიცირება მოხდება მოლდოვასა და უკრაინასთან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან ერთობლიობაში. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის დონე ორ ქვეყანას შორის მაღალია, რაზეც ასევე მოწმობს მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, მათ შორის კადრების მომზადების, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით, ევროინტეგრაციის პრიორიტეტების გათვალისწინებით. მისივე თქმით, საქართველო მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ძალისხმევა რეფორმების განხორციელების კუთხით „ასოცირების დღის წესრიგის“ მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ძირითად მექანიზმს და ითვალისწინებს ერთობლივად შეთანხმებულ პრიორიტეტებს 2014-2016 წლებისთვის. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისკენ მიმართული უდიდესი ძალისხმევისთვის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.