პოლიტიკა
ირმა ნადირაშვილი საჯარო უწყებებში ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი საჯარო უწყებებში ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  კერძოდ, მესტიის გამგებლის, კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანის მეუღლე ნინა ხატისკაცი თბილისის მერის მოადგილეა, ბიძა ვახტანგ ნაკანი – მესტიის საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე; ბიცოლის ძმა მაიზერ ჯაფარიძე კი მესტიის საკრებულოს თავმჯდომარეა.  მისივე ინფორმაციით, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის რძალი, ნელი ნავერიანი მესტიის გამგებლის პირველი მოადგილეა; ბიძაშვილის მეუღლე სოფო ჩხვიმიანი მესტიის სოციალური სამსახურის უფროსია; ჯაფარიძის მეგობარი ირაკლი ქურდიანი ასევე მესტიის გამგებლის მოვალეობას ასრულებს; დისშვილი ლევან კიკვიძე არჩევნებამდე იყო მესტიის გამგეობის აპარატის უფროსი, არჩევნების შემდეგ კი გადაიყვანეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში; ნათესავი თეიმურაზ ნავერიანი – მესტიის საფინანსო სამსახურის უფროსი; ნათესავი ქეთინო ხარძიანი – მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი; ნათესავი ხატია წიკლაური – მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი და ასევე ნათესავი გვანცა ფარიანი საკრებულოს აპარატის თანამშრომელია.  ნადირაშვილი აქვეყნებს ონის მაჟორიტარი დეპუტატის, გია ჯაფარიძის ნათესავების შესახებ ინფორმაციასაც, რომელიც მისი ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში არიან დასაქმებული: რამაზ ჯაფარიძე (ძმა) - ონის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი (მისივე ბიუროს უფროსი); მალხაზ ჯაფარიძე (ძმა) - კულტურის ცენტრის დირექტორი; შუქურა ჯაფარიძე (ნათესავი, მეზობელი) - საკრებულოს თავმჯდომარე; ბაკურ ჯაფარიძე (ბიძაშვილი) - საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე; მერაბ ჯაფარიძე (ნათესავი) - სახანძრო და სამაშველო სამსახურის უფროსი და ალექსანდრე ჯაფარიძე ( ნათესავი) - გამგებლის მოადგილე. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.