პოლიტიკა
მთავრობა რამდენიმე ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს იწყებს
საქართველოს მთავრობა იმ ქვეყნების ნაწილთან, რომელთაც უვიზო მიმოსვლა 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან გაუუქმა, ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებს იწყებს. საქართველოს მთავრობამ რამდენიმე განკარგულება გამოსცა.  მათ შორის, საქართველოს მთავრობასა და სურინამის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით,  ნოტების გაცვლის გზით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე .   ასევე, ასეთი მოლაპარაკებები გაიმართება პარაგვაისთან, სენტ კიტსი და ნევისის ფედერაციასთან, სენტ ლუჩიასთან, ტრინიდადი და  ტობაგოსთან. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს იწყებს ერაყთან დიპლომატიური, კერძო და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ. 
უფრო ადრე საქართველოს მთავრობამ ჩილესთან და გვატემალასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქეებს 2014 წლის 1-ელ სექტემბრამდე საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისთვის ვიზა არ ესაჭიროებათ.  1-ლი სექტემბრიდან კი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად,  180-დღიან პერიოდში  90 დღით განისაზღვრა.  საქართველოს ვიზის აღება შესაძლებელია  მხოლოდ საკონსულო დაწესებულებებში და არა საზღვარზე.   ასევე,  24 ქვეყანას საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გაუუქმდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.