პოლიტიკა
ზურაბ ჟვანიას მეგობრების მიმართვა ქართველ საზოგადოებას

ზურაბ ჟვანიას მეგობრები, ყოფილი თანაგუნდელები და დაცვის წევრები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მედიას ყოფილი პრემიერის სექსუალური ორიენტაციის გარშემო მიმდინარე საუბრის შეწყვეტას სთხოვენ.

ზურაბ ჟვანიას ახლობლების განმარტებით, დისკუსია შეურაცხმყოფელია მთელი საზოგადოებისთვის.

განცხადების ავტორები საკითხის ტირაჟირებისგან თავის შეკავებისკენ გამოძიებასაც მოუწოდებენ.

განცხადება ზურაბ ჟვანიას მეგობრების სახელით დღეს კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ წაიკითხა და 2005 წლის 3 თებერვლის ფაქტი "მკვლელობად" შეაფასა.

„მივმართავთ ქართველ საზოგადოებას, პრესას, საგამოძიებო ორგანიზაციებს, ის, რაც ხდება ზურაბ ჟვანიას სახელის ირგვლივ, არის სრულიად შეუწყნარებელი და შეურაცხმყოფელი არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებისათვის. გამოვთქვამთ რწმენას და იმედს, რომ საქართველოს პროკურატურა დროულად გამოიძიებს 2005 წლის 3 თებერვალს მომხდარ მკვლელობას,” -  განაცხადა პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.