პოლიტიკა
გიგი უგულავას ბრალი დაუმძიმდა
თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას ბრალი დაუმძიმდა. როგორც ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების შინაარსი არ შეცვლილა, უბრალოდ, ბრალდების მუხლები დაამძიმეს, კერძოდ, გიგი უგულავას ბრალი ედებოდა 333 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დღეს კი მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით, მას ახალი მუხლები დაუმატეს. კერძოდ, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 194-ე მუხლებზე. "ამას აქვს ერთადერთი მოტივაცია, რომ ისინი შევიდნენ სასამართლოში გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. მოგეხსენებათ პატიმრობის 9-თვიანი ვადა გიგი უგულავას გასდის 2 აპრილს და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით, პროკურატურა აპირებს, რომ გიგი უგულავა კვლავ იმყოფებოდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - განაცხადა ბასილაიამ. მისივე თქმით, საქმე ეხება მთაწმინდის პარკს. "მოგეხსენებათ, მთაწმინდის პარკი იმყოფება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებაში უკვე წლებია. აქედან გამომდინარე, მთელი ამ ბრალდების წარდგენის მოტივაცია არის ერთადერთი, რომ უგულავა კვლავ პატიმრობაში ამყოფონ", - განაცხადა ბასილაიამ. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს სავარაუდოდ, დღეს მიმართავს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.