პოლიტიკა
შალვა აბულაძესთან დაკავშირებით შსს-ში განცხადება გაკეთდება
შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძესთან დაკავშირებით განცხადება უახლოეს ხანში გაკეთდება. 
აღნიშნულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 13 საათზე დაიწყება. არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორი სამართალდამცველის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. შსს-ში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.  "შალვა აბულაძე პოლიციას თავად ჩაბარდა იმიტომ, რომ მის საძმაკაცოს ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს", - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში აბულაძის მეგობარმა, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულმა რამინ მამედოვის ძმამ, მიხეილ მამედოვმა განაცხადა. "ჩემი აზრით, იგი თვითონ ჩაბარდებოდა იმიტომ, რომ ისეთ წერტილში მოარტყეს, მეტი გზა არ ჰქონდა. მის 4 ძმაკაცს ნარკოტიკი ჩაუდეს, მათ შორის ჩემს ძმას და ასევე  ძებნილი აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მეც ვყავდით წაყვანილი ახალციხეში და მითხრეს, თუ არ ვიტყოდი სამუდამო პატიმრობა მემუქრებოდა. საუბარია პოლიციელის წინა მკვლელობაზე", - განაცხადა მიხეილ მამედოვმა.  რამინ მამედოვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქალაქო სასამართლო მსჯელობას უახლოეს წუთებში დაიწყებს.  როგორც ცნობილია, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის მეგობარი რამინ მამედოვი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს. საქალაქო სასამართლოში მისი ახლობლები არიან შეკრებილი.          
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.