პოლიტიკა
დიდ ბრიტანეთში ხვალ არჩევნები გაიმართება
დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნებისთვის ემზადებიან, დღეს წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღეა. "ბიბისის" ცნობით, წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს პარლამენტში ადგილების უმრავლესობას. მიუხედავად ხუთკვირიანი აქტიური კამპანიისა, ვერც პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის კონსერვატიულმა პარტიამ და ვერც ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ედ მილიბენდმა ვერ შეძლო წინასაარჩევნო გამოკითხებში წამყვანი პოზიციის დაკავება.  ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. პრემიერი ქემერონი მოსახლეობას ნათელი მომავლის შექმნას და ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის გამართვას ჰპირდება. ლეიბორისტი მილიბენდი კი პირობას დებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მთავრობა მხოლოდ ხალხისთვის იმუშავებს. 
არჩევნებში მონაწილეობას ლიბერალ-დემოკრატი ნიკ კლეგიც იღებს, რომელიც ბრიტანელ ხალხს სტაბილურობას ჰპირდება.  საყოველთაო არჩევნები ბრიტანეთში ხვალ, 7 მაისს გაიმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათიდან 22:00 საათამდე იქნება ღია. ხმის მიცემის უფლება 45 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.