პოლიტიკა
ბიუჯეტი 140 მილიონი ლარით მცირდება

ბიუჯეტი, მიმდინარე ხარჯების მიმართულებით, დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის საბოლოო ვარიანტს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

მისი თქმით, ეს კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს არ შეეხება. თანხის დიდი ნაწილი მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის.

„ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალურია და შეიძლება ითქვას, რომ მანამდეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს. რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ გააკეთა ბიუჯეტის კორექტირება და ეს, რა თქმა უნდა, არის გამომდინარე იქიდან, რომ მთელს რეგიონში, უკრაინაში, რუსეთში არის ძალიან სერიოზული კრიზისი, რთული ვითარებაა“, - განაცხდა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე, დამატებითი სახსრები გამოეყოფა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისსა და მის შემოგარენში, სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის.

მთავრობის მეთაურმა დღევანდელ სხდომაზე, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში აქტიურობისთვის,  სამინისტროებსა და თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.