პოლიტიკა
ბუდაპეშტში პოლიციასა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა
უნგრეთის დედაქალაქში ცენტრალური რკინიგზის სადგური მიგრანტებისთვის გახსნეს. თუმცა, ისინი გამგზავრებას ჯერ ვერ ახერხებენ. "ბიბისის" ცნობით, ვიდრე მატარებლის ბაქანზე თავშესაფრის მაძიებლებს გაუშვებდნენ, პოლიციასა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. მიგრანტები უკვე მესამე დღეა ბუდაპეშტის ცენტრალურ სადგურში არიან დაბანაკებულები და ქვეყნის მთავრობას გერმანიასა და  დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში გამგზავრების ნებართვას სთხოვენ. მათი თქმით, მატარებლის ბილეთები ნაყიდი აქვთ, თუმცა, გამგზავრებას ვერ ახერხებენ. უნგრეთის მთავრობაში კი განმარტავენ, რომ ისინი საზღვრების დაცვის მიზნით, არ უშვებენ მიგრანტებს სხვა ქვეყანაში. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნების მიერ ხელმოწერილი დუბლინის შეთანხმების მიხედვით, ლტოლვილმა თავშესაფარი ევროკავშირის იმ ქვეყანაში უნდა მოითხოვოს, სადაც ის პირველად ჩავა. ბოლო პერიოდში აფრიკელი და აზიელი მიგრანტების რიცხვმა ევროპაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.