პოლიტიკა
სლოვაკეთის პრეზიდენტი - ჩამოვედი რომ მხარი დაგიჭიროთ
სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს ვიზიტი განიხილება, როგორც ქვეყნებს შორის განსაკუთრებული მეგობრობისა და პარტნიორობის ნიშანი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე. საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს.

ხაზი გაესვა, სლოვაკეთის წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის და ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობას. ასევე, აღინიშნა, სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით.

ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს.
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
6 ივნისს, ზუგდიდში, კოსტავას N36-ში “ჯი პი აი ჰოლდინგის” ახალი ოფისი გაიხსნა.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / ივნისი 2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
15 / ივნისი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ავარია რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
15 / ივნისი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ნიმუშები აიღეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.