Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/9A15F0F1-945E-4AF6-94F1-7136E8B0A41D_mw1024_n_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

მსოფლიო
რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ფინანსური დახმარება ორჯერ შეუმცირა
2014-2016 წლებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკები რუსეთისგან ყოველწლიურად 1 მილიარდ რუბლს (30 მილიონ დოლარს) მიიღებენ, - შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი. თანხა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის, „საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის“ მუხლშია განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთმა რუსეთისგან სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის ფარგლებში 2010-2012 წლებში 11 მილიარდი რუბლი (333 მილიონი დოლარი) მიიღო, ინვესტიციების ფარგლებში კი ფედერალური ბიუჯეტიდან - 6 მილიარდი რუბლი (182 მილიონი დოლარი). მხოლოდ 2013 წელს აფხაზეთისთვის გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 1,8 მილიარდი რუბლი (55 მილიონი დოლარი) შეადგინა. თუმცა, რუსეთი თანხების ხარჯვის მიზნობრიობით უკმაყოფილებას გამოთქვამს. რუსეთის ფედერაციის აუდიტის სამსახურის უფროსის, სერგეი რიაბუხინის განცხადებით, რკინიგზის, ჯანდაცვის, ტრანსპორტის სფეროში გარკვეული ღონისძიებები, რომელიც აღნიშნული თანხიდან ფინანსდებოდა, მხოლოდ 53%-ით შესრულდა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, 2013 წელს რუსეთმა 2,7 მილიარდი რუბლი (82 მილიონი დოლარი) გადაურიცხა. 2012 წელს - 2,54 მილიარდი რუბლი (77 მილიონი დოლარი), 2011 წელს საინვესტიციო პროგრამების სახით გადაურიცხა 6,81 მილიარდი რუბლი (206 მილიონი დოლარი). ხოლო 2009 წელს 8,5 მილიარდი რუბლი (257 მილიონი დოლარი) აგვისტოს ომის შედეგების ლიკვიდაციისთვის, რომელიც თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, არაეფექტურად დაიხარჯა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.