Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/rasmusenis.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

მსოფლიო
ანდერს ფოგ რასმუსენი - რუსეთი ყირიმის ანექსიაზე არ შეჩერდება
რუსეთი ყირიმის ანექსიაზე არ შეჩერდება და ყირიმის კონფლიქტი სიგნალი უნდა გახდეს ევროპული სახელმწიფოებისთვის, რომ მათ გაზარდონ ხარჯები თავდაცვაზე. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვაშინგტონში, ბრუკინგის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ყირიმი ერთი მაგალითია. მაგრამ ყირიმი რუსეთის, თუნდაც პუტინის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია. ახლა ყველაზე მეტად ის გვაღელვებს, გასცდება თუ არა პუტინი ყირიმს, შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილებში", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ცდილობს არასტაბილური ვითარება შეინარჩუნოს რეგიონში, რათა აღკვეთოს რეგიონის ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაცია. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ცივი ომის დასრულების შემდეგ. "ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ევროპაში სხვა კრიზისებიც ვიხილეთ – 90-იან წლებში დასავლეთ ბალკანეთში, 2008 წელს საქართველოში. მაგრამ ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს ყველაზე დიდი საფრთხეა ევროპის უსაფრთოებისა და სტაბილურობისთვის", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ ყირიმში შექმნილი კრიზისი მხოლოდ უკრაინის კრიზისი არ არის. ამასთან, ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ გმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას და ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევას. მისივე თქმით, ყირიმის ანექსიის გამართლების ნებისმიერი მცდელობა ე.წ. რეფერენდუმი უკანონო და არალეგიტიმურია და თუ მოსკოვი განაგრძობს ამჟამინდელ კურსს, მაშინ ის საერთაშორისო იზოლაციას აირჩევს. "რუსეთთან პარტნიორობაზე უარის თქმა არავის სურს. მაგრამ ვერავინ მოახდენს იმის იგნორირებას, რომ რუსეთმა დაარღვია ის პრინციპები, რომელზეც ეს თანამშრომლობა დგას", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.