მსოფლიო
CNN რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს
"ბლუმბერგის" ინფორმაციით, Time Warner Inc.-ის კუთვნილმა საკაბელო არხმა მაუწყებლობის გათიშვის გადაწყვეტილება რუსეთში მიღებული ახალი კანონის შემდეგ მიიღო, რომლის თანახმად მედია კომპანიების უცხოელ მფლობელებს რუსეთში ლიმიტები დაუწესდათ. "Turner Internationl განიხილავს რუსეთში CNN-ის გავრცელების ალტერნატიულ ვარიანტს, ქვეყანაში მედიის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებული ბოლოდროინდელი ცვლილებების შესაბამისად. მანამდე კი, ჩვენ ვასრულებთ არსებულ ურთიერთობებს დისტრიბუციის სფეროში", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. გასულ თვეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად რუსულ მედიასაშუალებებში უცხოელი მფლობელების წილი 2016 წლის ბოლოსთვის 20%-მდე უნდა შემცირდეს. CNN-ის ცნობით, რუსეთში მაუწყებლობას 2014 წლის 31 დეკემბრისთვის შეწყვეტს. რუსეთში ამერიკული ტელეკომპანიის წარმომადგენლობა 1983 წელს გაიხსნა. CNN 200-ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.