სამართალი
„ნაცმოძრაობამ“ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
„ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ პროკურატურას სოფელ კორცხელში გუშინ მომხდარი დაპირისპირების გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თინა ბოკუჩავამ და ირაკლი აბესაძემ შეიტანეს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, სარჩელში მოძალადეები  იდენტიფიცირებულები არიან. 

„ჩვენ შევიტანეთ სარჩელი კონკრეტული სახელებით და გვარებით.  ჩვენ მოვითხოვთ დროულ და ეფექტურ გამოძიებას. მთავარი არის ის, რომ კორცხელის მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ ვერანაირი ბანდიტები მათ ვერ დააშინებენ“, - განაცხადა მან.

ირაკლი აბესაძის თქმით კი, შს სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება მსუბუქი მუხლით, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს პროკურატურას გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლებით.

"ეს არის პოლიტიკურ თანამდებობების პირებზე თავდასხმა, ხულიგნობა, ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანება," - განაცხადა აბესაძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.