კორონავირუსი
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი ბოქსირებული ბლოკები დაემატა
სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის განხორციელებული და გასატარებელი ღონისძიებები მიმოიხილეს. შეხვედრას მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის რეგიონული განყოფილების უფროსები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორები დაესწრნენ. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობით, მონაწილეებმა  საჭიროების შემთხვევაში რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მზაობაზე ისაუბრეს. როგორც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ნოდარ ჩიქოვანმა აღნიშნა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ახალი ბოქსირებული ბლოკები დაამატა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონში უკვე დაიხურა სპორტული დარბაზები, კაფე-რესტორნები, სილამაზის სალონები, ელექტრო ტექნიკის მაღაზიები და სხვა. პრევენციის მიზნით აიკრძალა შიდა სამარშუტო მიკროავტობუსები. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს სადეზინფექციო სამუშაოები უტარდება.

სპეციალური ხსნარით უკვე დამუშავდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, სახელოვნებო და სპორტული დაწესებულებები. ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელებიც პირველ ეტაპზე, ჩართული არიან უფასო სასადილოში საკვების უსაფრთხოდ მიწოდების წესების დაცვაში. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
04 / ივნისი 2026
„ქართული სუფრა - აკადემიაა“, ამბობენ და ეს გამოთქმა განსაკუთრებით ნათლად იკვეთება მეგრული ტაბაკობის ტრადიციებში.
ოდაბადეშ კინოხონი
04 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.