ახალი ამბები
გალში საკარანტინო ზონა სამმა ადამიანმა დატოვა
გალის რაიონის სამი მცხოვრები, რომლებიც 31 მარტიდან კარანტინის ზონაში იმყოფებოდა, სახლში დააბრუნეს. ამის შესახებ რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გარიკ ტუჟბამ ადგილობრივ მედიას განუცხადა. მისი თქმით, ეს მოქალაქეები მოსკოვიდან ჩამოვიდნენ და მას შემდეგ, გალის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, რომელიც კულტურის სახლშია მოწყობილი. მედიკოსების თქმით, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოუვლინდათ.

"გუშინ კიდევ ერთი მოქალაქე შემოვიყვანეთ, რომელიც კალუგიდან ჩამოვიდა. გადავწყვიტეთ, ეს სამი ადამიანი სახლში გავუშვათ. ჩავატარეთ შენობის დეზინფექცია და შემდეგ გადმოვიყვანეთ ეს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ კალუგაში 18 დღის განმავლობაში იმყოფებოდა და საკუთარო ავტომობილით ჩამოვიდა", - განაცახადა ტუჟბამ.

შეგახსენებთ, გალის რაიონში კომენადნტის საათი 30 მარტს, მას შემდეგ ამოქმედდა, რაც მოსკოვიდან საბერიოში ჩასული 50 წლამდე ქალი, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

შესაბამისად 11 აპრილის მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid – 19 – ით ინფიცირების სამი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი ორი პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საავდმყოფოში მკურნალობს. კორონავირუსი დაუდასტურდა მათ მეზობელსაც, ხანდაზმულ ქალს, რომელიც სახლში რჩება მედიკოსების მეთვალყუროების ქვეშ. ის უარს აცხადებს ჰოსპიტალიზციაზე.

კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა აფხაზეთში 7 აპრილს, გაგრაში დაფიქსირდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგაზურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.