საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა									
			
								ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 109 აჭარაში, ხოლო 17 თბილისში  გამოვლინდა. 
მისივე ცნობით, 4 შემთხვევა იმპორტირებულია.
"დაგვემატა 165 შემთხვევა და ინფიცირებულების რაოდენობა 2392-ს შეადგენს. ყველაზე ბევრი, 109 შემთხვევა არის აჭარაში, რომელიც საყურადღებოა და ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს", - აღნიშნა ეზუგბაიამ.
ვებგვერდის stopcov.ge გამოქვეყნებული მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირი იმყოფება, კორონავირუსისგან სულ 1369 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
			
მასალის გამოყენების პირობები