ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა დაადასტურა
26 ოქტომბერს აფხაზეთში 285 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 100-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, წერს "აფსადგილ ინფო" ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით. ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, 1951 წელს დაბადებულ მამაკაცს, ორმხრივი პოლისეგმენტარული პნევმონია და გულსისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა. მიუხედავად ჩატარებული ინტენსიური თერაპიისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამავე ცნობით, დღეისთვის გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 128 კოვიდ პაციენტი გადის. მათგან 26 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკიდან 8 ადამიანი გაეწერა.

მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სოხუმში, სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა მოწყობილი, 49 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 3839 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 1464 პირი. გარდაცვლია 36 ადამიანი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.