ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში 215 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან 47-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, რეგიონის მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, ქალს ორმხრივი პნევმონია და თანხმლები დაავადებები ჰქონდა.

დღეისთვის გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 135 კოვიდ პაციენტი გადის. მათგან 20 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკიდან 8 ადამიანი გაეწერა. სოხუმის ინფექციურში 36 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. 

მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა მოწყობილი, 66 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 4349 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან გამოჯანმრთელებულია 2413 პირი. გარდაცვლილთა რაოდენობა 43-ს შეადგენს. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.