კორონავირუსი
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 911 ახალი  დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 421 პირი. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ისაუბრა. მისივე ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 294 სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 18, აჭარაში - 14, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 3, კახეთში - 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 566 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 911 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში - 476, იმერეთში - 469, ქვემო ქართლში - 201, შიდა ქართლში - 134, გურიაში - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 294, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 158. 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 373, აჭარაში - 787. მძიმე პაციენტი გვყავს 632, მათ შორის, თბილისში - 306, აჭარაში - 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 308 პირი - მათ შორის, თბილისში - 146, აჭარაში - 105. 3 181 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 569 - აჭარაში, ხოლო 1 088 - თბილისში. 8 099 პირი მკურნალობს ბინაზე", - განმარტა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

დღეის მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში 2 656 ადამიანი იმყოფება, მათ შორის, თბილისში - 508, აჭარაში-1 328. თვითიზოლაციის პერიოდს კი 39 721 მოქალაქე გადის.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.