აფხაზეთში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 116 ახალი შემთხვევა									
			
								24 ნოემბრის მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე 386 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან  116-ს ინფექცია დაუდასტურდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.  
ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 56 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 23 მძიმე მდგომარეობაშია. კლინიკაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. სოხუმის ინფექციურში 30 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში, 31 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 5 558 შემთხვევა დაადასტურა, მათგან გამოჯანმრთელებულია 3 630 პირი, გარდაცვლილთა რაოდენობა 73-ს შეადგენს.
			
მასალის გამოყენების პირობები