ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 417 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან სამეგრელო-ზემო სვანეთში 45 დაფიქსირდა. ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციულიშტაბი ავრცელებს.


"ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 220 442-მდე.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 603 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 417 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 128 შემთხვევა, აჭარა - 37, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 32, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098, საიდანაც, 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 071, აჭარაში - 370, იმერეთში - 778. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 897 პირი, მათ შორის, თბილისში - 395, აჭარაში - 90, იმერეთში - 216. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი, მათგან თბილისში - 181, აჭარაში - 23, იმერეთში - 35. 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 230 - თბილისში, 457 - აჭარაში, 53 - იმერეთში. 1 049 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 140, აჭარაში - 56, ხოლო იმერეთში - 68.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 161 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 893 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 468 პირი, აჭარაში - 2 102, იმერეთში - 3 036", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 169-ს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.