სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 279 პირი მკურნალობს, 28 პაციენტი მძიმედაა									
			
		
						
								
								სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 279 ადამიანი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. 
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 168 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 26 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის 2 მძიმედაა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 24 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 48 პირი მკურნალობს.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოვლინდა ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეში 9 მოქალაქე რჩება.
			
			
											რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოვლინდა ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეში 9 მოქალაქე რჩება.
					
						

							
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                    
                                    
                                    
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
                                      
				
				
				







მასალის გამოყენების პირობები