სოხუმი: კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი დაინფიცირდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 203 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 25 - ს Covid –19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი
ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში, 31 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 14 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 35 პაციენტია მოთავსებული, მათგან 7 ადამიანია მძიმე მდგომარეობაშია, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 13 პაციენტი იმყოფება, გაგრის საავადმყოფოში - 6, ტყვარჩელში კი 8.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 385 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 772, გარდაიცვალა 234 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 385 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 772, გარდაიცვალა 234 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები