რუხის საავადმყოფოში 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ 5 კოვიდცენტრში სულ 165 პაციენტი იმყოფება.
აქედან 79 ინფიცირებული რუხის საავადმყოფოშია მოთავსებული, მათგან 12-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში 21 პაციენტი მკურნალობს, სენაკის "ლაზიკა მედში" 44, "სენამედში" 12, აბაშის "ევექსის" კლინიკაში კი 9.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.
მასალის გამოყენების პირობები