აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 499 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 179 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას
ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 56 წლის ქალი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 108 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 39 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტია მოთავსებული, აქედან 14 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 28 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, გაგრის კლინიკაში - 39, ხოლო ტყვარჩელში - 15.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid -19 სულ 18 341 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 640, გარდაიცვალა 256 პირი.
ინფორმაციისთვის, სოხუმმა ეპიდვითარების გაუარესების გამო 2021 წლის 5 ივლისიდან შეზღუდვები დააწესა, რომელთა თანახმად, დახურულ სივრცეში იკრძალება ქორწილების, საზეიმო , სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება.

მასალის გამოყენების პირობები