აფხაზეთში კორონავირუსისგან 6 ადამიანი გარდაიცვალა									
			
								სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 192 და  ბოლო ორ დღეში გარდაცვალების 6 შემთხვევა დაადასტურა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. პაციენტები
აფხაზეთის სხვადასხვა კოვიდ - კლინიკაში მკურნალობდნენ.
 
ამავე ცნობით, ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 57 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 17 - ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 15, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 24, გაგრის კლინიკაში – 17, მათგან 3 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 11 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 66 პირი იმყოფება, მათგან მძიემა - 12 .
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 34 121 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27 870-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 510 პირი.
			
მასალის გამოყენების პირობები