ახალი ამბები
ხობელმა ბუნების დამცველმა "სანდრო ურუშაძის" პრემია მიიღო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ადრეულად გარდაცვლილი მეტყევის "სანდრო ურუშაძის პრემია 2021" ხობელ ბუნების დამცველს, სანდრო ნარსიას გადასცა. ჯილდო სატყეო სექტორის აქტივობებში მონაწილეობისთვის საქართველოს მასშტაბით სულ 3-მა სტუდენტმა მიიღო. 

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოვლენა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა. დიდი პატივია ისეთი მეტყევის სახელობის პრემიის მფლობელი იყო, როგორიც სანდრო ურუშაძე იყო. ეს პრემია ჩემთვის დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს ზოგადად, ბიომრავალფეროვნების და შესაბამისად, საზოგადოების წინაშე", - უთხრა რადიო "ათინათს" სანდრო ნარსიამ.

სანდრო ნარსია ბზის გადარჩენაზე ბავშვობიდან ზრუნავს. ის ხობის სოფელ ხეთაში ცხოვრობს. კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით, ის მცენარის თესლებს წლებია აგროვებს. სანდრო აგრარული უნივერსიტეტის, აგრო სკოლის სატყეო საქმის მეოთხე კურსის სტუდენტია. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ხობელი სტუდენტი ჩართულია საინფორმაციო კამპანიებში, რისთვისაც აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით ადრეულ ასაკში გარდაცვლილი ახალგაზრდა მეცნიერისა და მეტყევის სანდრო ურუშაძის სახელობის პრემია 2019 წელს დაფუძნდა, პანდემიის გამო კი წელს მეორედ ჩატარდა. 





Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ორგანიზებით, ზუგდიდში არსებული სკრინინგ ცენტრის 2 წლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამეს.
ვაქცინაციისმხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის იწყება.
ზუგდიდში, კოსტავას #7-ში სასწავლო ცენტრი "მესიაკონი" გაიხსნა, სადაც მე-6 კლასამდე მოსწავლეებს მიიღებენ. ცენტრის დირექტორის მაია რიგვავას თქმით,
კორონავირუსი
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოს კოვიდკლინიკებში კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. სამი მათგანი - 83 წლის სენაკელი მამაკაცი, ხობის მკვიდრი 80 წლის ქალი და 75 წლის მარტვილელი მამაკაცი
აფხაზეთში კორონავირუსით 111 ადამიანი დაინფიცირდა და 2 გარდაიცვალა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. პაციენტები გუდაუთის კლინიკაში და სოხუმში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ზუგდიდში რამდენიმე ლოკაციაზეა ხელმისაწვდომი.
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ადრეულად გარდაცვლილი მეტყევის "სანდრო ურუშაძის პრემია 2021" ხობელ ბუნების დამცველს, სანდრო ნარსიას გადასცა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღებსა და როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება,
ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის უჩივლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ნოემბერი 2021
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ორგანიზებით, ზუგდიდში არსებული სკრინინგ ცენტრის 2 წლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამეს.
26 / ნოემბერი 2021
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 534 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა
26 / ნოემბერი 2021
სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ, გუბერნიის გვერდით შენობაზე წარწერა - "უონჯღორე(ეფ)" (უსირცხვილო(ები). ქართ.) დატოვა. მას პოლიციამ წარწერის დასრულების უფლება არ მისცა
გემრიელი ისტორიები
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 7 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ფოთი 9 °C
img
მესტია -3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.