Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/patty1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

კულტურა
პატრისია კაასი მსოფლიო ტურნეს დღეს თბილისში დაასრულებს
"კაასი მღერის პიაფს", - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც ცნობილი ფრანგი მომღერალი პატრისია კაასი თბილისის საკონცერტო დარბაზში წარადგენს. პროექტი მომღერლის 2012 წლის ჩანაწერია, პატრისია კაასმა ამ პროექტისთვის ედიტ პიაფის საუკეთესო ჰიტები შეარჩია. ალბომში სულ 21 კომპოზიციაა შესული. მათ შორის, ედიტ პიაფის ისეთი ჰიტები, როგორიცაა “Padam, Padam”, “Non, Je ne regrette rein”, “La vie en rose” და სხვები. როგორც პატრისია კაასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტის იდეა მას მეგობრებმა და ახლობლებმა შესთავაზეს და მიზეზი, რის გამოც ეს პროექტი შეიქმნა, ედიტ პიაფის გარდაცვალების 50 წლისთავი იყო, რომელიც 2013 წელს აღინიშნა. "ჩემი მეგობრები მიიჩნევდნენ, რომ მზად ვიყავი შემესრულებინა ედიტ პიაფი, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, რადგან პიაფის შესრულებას სჭირდება ცხოვრებისეული გამოცდილება. ამ პროექტის განხორციელების დროს მინდოდა ისეთი შოუ დამედგა, რომელიც იქნებოდა 21-ე საუკუნის და არა პიაფის ცხოვრების პერიოდის გამეორება", - განაცხადა პატრისია კაასმა. ამასთან, მომღერლის თქმით, დღეს მის შოუში პიაფის ჰიტების გარდა ქართველი მსმენელი მოისმენს მისი უშუალო რეპერტუარის 6 სიმღერას. კონცერტის ორგანიზატორთა განცხადებით, პატრისია კაასი თავისი მსოფლიო ტურნეს სწორედ თბილისში დაასრულებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
11 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.