კულტურა
საქართველოს რეგიონებში ახალი კინოპროექტი იწყება
ეროვნული კინოცენტრის და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში ახალი კინოპროექტი იწყება.  ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, დღეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის რეგიონალური პროექტების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ჩლაიძე კულტურის სამინისტროში პრესკონფერენციას გამართავენ.  "დიდი პაუზის შემდეგ პირველად, 23 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს 18 რეგიონში წარმატებულ თანამედროვე ქართულ ფილმებს ნახავენ.  კინოჩვენებები გაიმართება კულტურის სახლებსა და ცენტრებში, რომლებიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ აღჭურვილია ეკრანებითა და პროექტორებით.  რეგიონებში მაყურებელს მიეცემა შესაძლებლობა დიდ ეკრანზე ნახოს ბოლო წლებში გადაღებული ქართული ფილმები. 23 ივლისიდან ყოველ ხუთშაბათს ეკრანზე გამოვა ახალი ქართული ფილმი, რომლის ნახვის საშუალება მაყურებელს ერთი კვირის განმავლობაში ექნება. პროგრამაში შედის 2013-2015 წელს გადაღებული ფილმები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს მსოფლიოს წამყვან ფესტივალებზე და რომელთა ნაწილსაც ჯერ არ იცნობს ფართო აუდიტორია", - ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციაში.  ფილმების სია ასე გამოიყურება: 1."კრედიტის ლიმიტი" - რეჟ. სალომე/ნუცა ალექსი-მესხიშვილი; 2. "მანდარინები" - რეჟ. ზაზა ურუშაძე; 3. "გრძელი ნათელი დღეები" - რეჟ. ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი; 4. "მე ვარ ბესო" - რეჟ. ლაშა ცქვიტინიძე; 5. "პატარძლები" - რეჟ. თინათინ ყაჯრიშვილი; 6. "სიმინდის კუნძული" – რეჟ. გიორგი ოვაშვილი; 7. "შემთხვევითი პაემნები" - რეჟ. ლევან კოღუაშვილი; 8. "ყარასტანში დაკარგული" - რეჟ. ბენ ჰოპკინსი. რეგიონების ჩამონათვალი: ფოთის ფოლკლორის ცენტრი; სსპი ხულოს თეატრი; მარტვილის კულტურის სახლი; გორის კულტურის ცენტრი; მარნეულის კულტურის სახლი; ყვარელის კულტურის სახლი; ბაღდადის კულტურის ცენტრი; კასპის კულტურის სახლი; ლანჩხუთის კულტურის ცენტრი; დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრი; ლაგოდეხის კულტურის ცენტრის კინოთეატრი "სინემა"; თიანეთის კულტურის ცენტრი; ნინოწმინდის კულტურის სახლი; ონის კულტურის ცენტრი; ხარაგაულის კულტურის ცენტრი; დუშეთის კულტურის ცენტრი; შპს "საჩხერის კინო"; თელავი - ა(ა)იპ კისისხევის კულტურის სახლი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
ზუგდიდში, მდინარე ჩხოუშზე ახალი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ოქტომბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია -1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.