ზუგდიდში სამხატვრო გალერეაში ახალგაზრდა მხატვრის ნინი გრიგოლაიას
ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენას საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და
რამდენიმე ნამუშევარიც გაიყიდა.
,,ძალიან კამყოფილი ვარ გამოფენით და დადებითი ემოციებით დავიტვირთე.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასოციაცია
,,ათინათს’’, რომელმაც მომცა საშუალება გამეკეთებინა
ჩემი პერსონალური გამოფენა და ხალხისთვის გამეცნო ნამუშევრები,’’-
აღნიშნა გრიგოლაიამ.
მხატავრი იმედოვნებს, რომ მომავალში უფრო დიდ პერსონალურ გამოფენას
მოაწყობს და უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს მის შემოქმედებას.
მასალის გამოყენების პირობები