საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სტრუქტურული
ცვლილებები მთავრობის სხდომის
დაწყებამდე მერიას წარუდგინა. პრემიერის განცხადებით, 14-დან რჩება 10
სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
ცვლილებების მიხედვით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო შეერწყმება, სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტრო - იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი
ფუნქცია გადანაწილდება სამ უწყებაზე. კერძოდ, დევნილთა განსახლებას
ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველჰყოფს, მიგრაციის კომპონენტს შს
სამინისტრო შეითავსებს, სოციალურ პოლიტიკას კი - ჯანდაცვის
სამინისტრო.
რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეკონომიკის სამინისტროს
სივრცითი განვითარების კომპონენტი კი გადავა ინფრასტრუქტურის
სამინისტროში.
„დარწმუნებული ვარ ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთ მცირე
მთავრობის კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის
ყოლა შედის ჩვენი ხალხის ინტერესებში.შემცირდება სამთავრობო ხარჯები
და ეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ჩამოვა 3.9 %, ჩვენთვის ეს
ნიშნული იქნება ის მაქსიმუმი ზედა ჯერი, რომლითაც უნდა
ვიხელმძღვანელოთ“- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებებით ბიუროკრატიული ხარჯები
დაიზოგება, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას
მოხმარდება.
ამავე თემაზე:
99 ხმა 6-ის
წინააღმდეგ - პარლამენტმა დროებითი მთავრობა დაამტკიცა
მასალის გამოყენების პირობები