ოსკარი 2018 წლის კანდიდატი ფილმების სია საქართველოდან
ნომინაციისთვის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი ცნობილია.
ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
6 ფილმს შორის რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მიერ ზვიად გამსახურდიას
ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე გადაღებული ფილმი „ხიბულა“ და რეჟისორ
მარიამ ხაჭვანის სვანური ბალადა „დედე“ მოხვდნენ.
ამერიკის კინოაკადემიამ თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეირჩეს
2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის -
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი. ეროვნულმა კინოცენტრმა კანდიდატი ფილმის
შესარჩევად განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყო. ფილმების მიღების
ბოლო ვადა 2018 წლის 3 აგვისტოს ამოიწურა.
ზემოთ აღნიშნული ორი ფილმის გარდა, ოსკარის უცხოენოვანი ფილმის
ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმები არიან:
„ნამე" - რეჟისორი ზაზა ხალვაში, „ჰორიზონტი" - რეჟისორი თინათინ
ყაჯრიშვილი, „ექვთიმე ღვთისკაცი" - რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე და
„ჰამლეტი" - რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი.
შემოსული ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია
ფარული კენჭისყრით გამოავლენს. კომისიის წევრებისათვის კვალიფიციური
ფილმების ჩვენება აგვისტოს ბოლოს გაიმართება.
ამავე თემაზე:
ზვიად
გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო დღეებზე გადაღებული ფილმი კინოთეატრებში
გამოდის (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები