რეგიონი
ცაიშის "ქვის თაღოვან ხიდს"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა (ფოტო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცაიშში მდებარე გვიანი შუა საუკუნეების "ქვის თაღოვან ხიდს" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას ხელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ 19 ივლისს მოაწერა.

მერიის ინფორმაციით, ამჟამად ხიდი დაფარულია ბეტონის ფილით. საკუთრივ ხიდი ქვის თაღოვანი, ე. წ. ,,თამარის ხიდის’’ კატეგორიას განეკუთვნება და ნაშენია რიყისა და კირქვის კონგლომერატით.

ამავე ცნობით, აღნიშნული ხიდი ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის ძეგლთა ჯგუფს განეკუთვნება და ისტორიულად, წარმოადგენდა სავაჭრო - საქარავნო გზების ქსელის აუცილებელ ელემენტს.

მერიაში ამბობენ, რომ საზოგადოების საინიციატივო ჯგუფი ხიდის რეაბილიტაციასა და ისტორიული იერსახის აღდგენას ითხოვს. მერიამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შემდგომი სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების მოსამზადებლად რეკომენდაციების მოსაზადებლად უკვე მიმართა.

ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.