Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/02/sasjelagsruleba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტრო – გეგუთის დაწესებულებაში სიტუაცია კონტროლირებადია
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, გეგუთის ციხის პატიმრებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაწესებულებიდან სულ 17 მსჯავრდებულის გაყვანა მოხდა, თუმცა ამ დროისთვის ყველა მათგანი კოლონიაში უკვე დაბრუნებულია. "2014 წლის 10 თებერვლის ღამით, სასჯელაღსრულების #14 დაწესებულებიდან გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში 17 მსჯავრდებული. ყველა მათგანს აღმოუჩინეს სათანადო სამედიცინო დახმარება. ამ მომენტისთვის 17 მსჯავრდებული დაბრუნებულია დაწესებულებაში. პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ამასთან, უწყების ცნობით, გეგუთის დაწესებულებაში სიტუაცია კონტროლირებადია. "თბილისიდან ჩასულმა პენიტენციური ჯანდაცვის გუნდმა გეგუთის #14 დაწესებულების ექიმებთან ერთად დახმარება ადგილზე აღმოუჩინა 14-მდე პატიმარს, რომელთა მდგომარეობაც ასევე სტაბილურია. პატიმრებს თვითდაზიანებები ძირითადად ზემო კიდურებზე ჰქონდათ მიყენებული. სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მხრიდან ძალის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. სიტუაცია კონტროლირებადია. ადგილზე იმყოფებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა", - აღნიშნულია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.