Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/hesiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/hesiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/hesiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/hesiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
ხუდონჰესი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გადაუდებლად აუცილებელია _ ბიძინა გუჯაბიძე
რამდენად მნიშვნელოვანი პროექტია ხუდონჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის და რატომ არ დაიწყო "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში პროექტის განხორციელება? როგორია ახალი ხელისუფლების პოლიტიკა და რას ფიქრობენ პროექტზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები? საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე აცხადებს: "წინა ხელისუფლების პერიოდში ხუდონჰესის პროექტის განხორციელება რომ არ დაიწყო, ისევ და ისევ კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალი იყო. მოსახლეობასთან არ იყო დიალოგი, არ იყო მათი უფლებები განმარტებული, არ იყო კომპენსაციის თაობაზე შესაძლო ვარიანტები განხილული. თან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირები იყვნენ დაინტერესებული ხუდონის პროექტის განუხორციელებლობაში. იქ ტყის, საძოვრებისა და სხვადასხვა შიდა პრობლემები იყო, რითიც ზოგიერთი ადგილობრივი ცუდად მანიპულირებდა. ახლა, ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი დაწყებულია. დარწმუნებული ვარ, პროექტი ისე განხორციელდება, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი გათვალისწინებული იქნება. მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხის სხვა ჭრილში გადატანა ხელოვნურად ხდებოდა. ხუდონჰესის პროექტის განხორციელება ქვეყნის ეკონომიკას ჭირდება, რა თქმა უნდა. ყველა იმ ნიუანსის გათვალისწინებით, რაც შეიძლება ამ პროექტის განხორციელების დროს დღის წესრიგში დადგეს. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გადაუდებელი ასეთი პროექტის განხორციელება. ჩვენ უნდა ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლი ქვეყანა. რაც უფრო მეტი ენერგიის წყარო გვექნება, მით მალე შევძლებთ გავხდეთ ენერგოდამოუკიდებლები. ყველა თავმოყვარე ქვეყანა თვითკმარი უნდა იყოს, კარგი გაგებით. შეიძლება იმდენი ხორბალი არ გქონდეს, რომ შენი მოსახლეობა დააკმაყოფილო და სხვადასხვა პროდუქტები სხვა ქვეყნიდან შემოვიტანოთ, მაგრამ, რაც გაქვს და რითიც მდიდარი ხარ, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვისთვის, მაგრამ, იმით არ უნდა იმათხოვრო მსოფლიოში. არ უნდა გააკეთო ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური სვლები, რომელიც შემდეგში ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის წამგებიანი იქნება. როდესაც ბაქო-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებაზე იყო საუბარი, მაშინაც ვნებათაღელვა იყო, მაგრამ, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით პროექტი განხორციელდა და ახლა უკვე მეორე გაზსადენის მშენებლობაზეა საუბარი."
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.