Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/andria-gorgasali.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/andria-gorgasali.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/andria-gorgasali.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/andria-gorgasali.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება
დღეს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღინიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. წმინდა ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა საქადაგებლად კენჭი ყარეს. ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ რადგან მისი მიძინების ჟამი დგებოდა, მაცხოვარმა მოუწოდა ღვთისმშობელს, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი თავისი ხელთუქმნელი ხატით ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა. ყოვლადწმიდა ქალწულმა იხმო ანდრია და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი აიღო, პირი დაიბანა და ფიცარი სახეზე მიიდო. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს იყო ღვთისმშობლის პირველი ხელთუქმნელი ხატი, რომლიც ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში წამოაბრძანა. მოციქული საბერძნეთისა და მცირე აზიის გავლით, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების". გადმოცემის თანახმად, სოფელ დიდაჭარაში დღემდე არსებობს ტაძრის ნანგრევები, რომელიც თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუგია. მან ასევე დაადგინა პირველი სასულიერო პირები - მღვდლები და დიაკვნები. ღვთისმშობლის ხატის ძალით მოციქულმა კერპები დაამხო, აწყურში დააარსა ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა. წმინდა ანდრია იქ არ დარჩენილა. გაემგზავრა კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა. იერუსალიმთან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ და ქრისტიანობა განამტკიცეს. უკანასკნელად მოციქულმა საბერძნეთის ქალაქ პატრაში იქადაგა, იქაურმა უღმრთო ხელისუფალმა ანდრია პირველწოდებულის ჯვარზე გაკვრა ბრძანა. წმინდანი ორი დღე ქადაგებდა ჯვრიდან და იქვე აღესრულა. მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით. 12 მაისი საქართველოში ოფიციალურად უქმე დღედაა გამოცხადებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.