Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/darialis-xeoba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/darialis-xeoba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/darialis-xeoba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/05/darialis-xeoba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო გეოლოგების დასკვნას ავრცელებს
გარემოს დაცვის სამინისტრო 17 მაისს, დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ გეოლოგების დასკვნას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხეობაში წარმოქმნილი სტიქიური გეოლოგიური მოვლენა, ისე, როგორც მთა მყინვარწვერის მყინვარულ კვანძში ადრეულ პერიოდებში განვითარებული გლაციალური ღვარცოფების წარმოქმნა, დღემდე დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან. რადიო "ათინათი" სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "2014 წლის 17 მაისს დილის 9 საათსა და 30 წუთზე დარიალის ხეობაში, მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ადგილი ჰქონდა კატასტროფული მასშტაბის ღვარცოფის გავლას. დარიალის ხეობაში გველეთი-ცდოს მონაკვეთზე მდ. თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე თერგის ხეობა წარმოდგენს ვიწრო კანიონს. მწვერვალ მყინვარწვერის (5033მ) ჩრდილო - ჩრდილო-აღმოსავლური ექსპოზიციის ციცაბო ფერდობზე, მთის წვერიდან დაახლოებით 400 მეტრის დაშორებით, 4602 მეტრ აბსოლუტურ სიმაღლეზე, 2014 წლის 17 მაისს დილის საათებში წარმოიშვა გრანდიოზული მოცულობის კლდეზვავი მყინვარულ-თოვლიან მასასთან ერთად. ჩამოზვავებული მასის მოცულობა, რომელსაც ტრანზიტის ზონაში მდ. თერგთან შეერთებამდე დაემატა აქ არსებული მორენული (მყინვარული) და გრავიტაციული გენეზისის მასალა, საორიენტაციოდ შეადგენს 5.0 მლნ.მ3. ჩამოზვავებული გრავიტაციულ-მყინვარული მასალა განაწილდა 3 ნაკადად, რომელთაგან მარცხენამ დინამიკურ ზონაში მოიქცია (წაიტაცა) დევდორაკის მყინვარის ენა. პროცესი განვითარდა უხვი ატმოსფერული ნალექის (წვიმა) ფონზე, რამაც დამატებითი კატალიზატორის როლი ითამაშა მასის დინამიკაში მოსაყვანად. ატმოსფერული ნალექების თანხვედრის გარეშე, მყარი მასა ამ მოცულობით (საორიენტაციოდ 1.5 მლნ.მ3) მდინარე თერგამდე ვერ მიაღწევდა. მდ. თერგის ხეობაში გრავიტაციულ-ღვარცოფულმა ნაკადმა გადაკეტა თერგის კალაპოტი და შეაგუბა მდინარე 15-20 მეტრის სიღრმეზე. ზოგადად მთა მყინვარწვერის ეს კვანძი გამოირჩევა გლაციალური ღვარცოფების პერიოდულად აქტიური მოქმედებით, რომელთა დინამიკა როგორც წესი გეოლოგიურ კანონზომიერებას ძირითადად არ ემორჩილება. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე კლიმატის ცვლილების საერთო ფონზე გლაციალური ტიპის ღვარცოფების აქტივიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მდ. დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის გავლას ბოლოს ადგილი ჰქონდა 2007 წლის აგვისტოში. უფრო ადრე, 2003 წელს მთა მყინვარწვერის მყინვარულ კვანძში კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე რუსეთის ფედერაციაში მყინვარ კოლკის ენურ ნაწილში.დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია კვლავ დაძაბულია, თუმცა მდ. დევდორაკის კალაპოტში და ღვარცოფის კერის ზონაში დარჩენილი მყარი ნატანის ერთჯერადი ამოქმედების და ანალოგიური მოცულობის ნაკადის გამოტანა თერგის ხეობაში ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან აღნიშნულ ზონებში დარჩენილი მყარი მასალის უმეტესობა მოქცეულია კალაპოტისა და კერის იმ უბნებში, ე.წ. ჯიბეებში, საიდანაც მათ დაძვრას სჭირდება დიდი ენერგეტიკული პოტენციალი, რისი პირობებიც ამ ეტაპზე დაბალია. თუმცა სიტუაციის სირთულიდან გამომდინარე, სტიქიის გავრცელების არეალში მოქმედებს მუდმივი მონიტორინგული საგუშაგოები, სადაც 24 საათიან რეჟიმში გეოლოგები აკვირდებიან პროცესის დინამიკას. ასეთი მონიტორინგი გვაძლევს არა მარტო პროცესის გააქტიურების შემთხვევაში სწრაფი შეტყობინების საშუალებას, არამედ მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება საბოლოო დასკვნის მომსამზადებლად. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მდ. ამალი-დევდორაკის ხეობაში ამჟამად წარმოქმნილი სტიქიური გეოლოგიური მოვლენა, ისე როგორც მთა მყინვარწვერის მყინვარულ კვანძში ადრეულ პერიოდებში განვითარებული გლაციალური ღვარცოფების წარმოქმნა, დღემდე დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან", - ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.