Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/07/telaviviiiiiiiiiiiiiiiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
თელ-ავივის აეროპორტში მყოფი ქართული დელეგაციის წევრები განგაშის გამო თავშესაფარში გადაიყვანეს
თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტზე "ჰამასმა" გუშინ სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადა, რის გამოც აეროპორტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, აეროპორტში ქართველი ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე სხვა მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. ქართული მედიის წარმომადგენლები ისრაელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის გასაშუქებლად იმყოფებოდნენ. თელ-ავივში საქართველოდან რეისი, რომლითაც ქვეყანაში დავით უსუფაშვილი ჩავიდა, განგაშის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაჯდა. ქართველი ჟურნალისტების ინფორმაციით, სპეციალური თავშესაფრის დატოვების უფლება მას შემდეგ მისცეს, რაც სარაკეტო დარტყმის განხორციელების საფრთხემ ჩაიარა. ამ დროისთვის ქართული მედიის წარმომადგენლები იერუსალიმში იმყოფებიან. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, დავით უსუფაშვილი ოფიციალურ ვიზიტს დღეს დილიდან დაიწყებს. მის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ძირითად შეხვედრებს ქნესეთში გამართავს, სადაც დღეს სიტყვითაც გამოვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.