Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/20120404004938miminoshvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საზოგადოება
მაია მიმინოშვილი: აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორობის კანდიდატი მაია მიმინოშვილი აცხადებს, რომ განათლების სისტემაში ცვლილებების მომზადებამდე, აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ . ამის შესახებ მიმინოშვილი განცხადებას "ფეისბუქზე" ავრცელებს. განცხადებაში არნიშნულია, რომ კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი მინისტრის დანიშვნის შემდეგ იქნება. "ამ განმარტების გავრცელება საჭიროდ მივიჩნიე, რადგან ვიცი, როგორ აღელვებთ მოსწავლეებსა და პედაგოგებს გამოცდების ფორმატთან დაკავშირებით გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია, მით უმეტეს, თუ ეს ინფორმაცია არანაირად არ შეესაბამება რეალობას. რამდენიმე დღეა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი მხოლოდ მინისტრის დანიშვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მათთან საუბრისას განვმარტავ იმასაც, რომ განათლების სისტემას მრავალმხრივი და, რაც მთავარია, კარგად გააზრებული ცვლილებები ესაჭიროება. ბევრი რამაა შესაცვლელი საგამოცდო სისტემაშიც ამასთან, "პირადად მე მივიჩნევ, რომ ნოემბერსა თუ დეკემბერში მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის მოულოდნელი სიახლეების შეთავაზება, მათთვის სტრესული მდგომარეობის შექმნა მიზანშეუწონელია. ალბათ გახსოვთ, ასეთივე პოზიცია მქონდა საატესტატო გამოცდების აჩქარებულად დანერგვისას. მივიჩნევ, რომ სიახლეების მომზადებამდე, რაც პედაგოგებისა და ექსპერტების მოსაზრებების შესწავლასა და გათვალისწინებასაც გულისხმობს, შესაძლებელია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ", - აღნიშნავს მიმინოშვილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.