დამამთავრებელი კლასის
მოსწავლეები გამოცდებს 21-25 მაისს ჩააბარებენ. შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თქმით,
20 მაისი, სავარჯიშო დღეა, მოსწავლეებს სკოლებში ნებაყოფლობით მისვლა,
ტესტური დავალებების ნახვა და პროგრამის მუშაობის შემოწმება შეუძლიათ.
პასუხები მათ შედეგებზე არ აისახება. რაც შეეხება უშუალოდ გამოცდებს,
მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, მე-12 კლასელები გამოცდებს 21, 22,
23, 24 მაისს ჩააბარებენ.25 მაისი სარეზერვო დღეა.
გამოცდები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება – ქართული ენა და
ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა. გამოცდის ჩაბარების
შესაძლებლობა დღის მეორე ნახევარში იმ მოსწავლეებსაც ექნებათ,
რომელთაც მე-11 კლასში გამოცდა არ ჩაუბარებიათ. მე-11 კლასელების
გამოცდები ამ დროისთვის არსებული გეგმის თანახმად, 16 ივნისს დაიწყება
და 20 ივნისს დასრულდება. ე.წ. სავარჯიშო დღე 15 ივნისია.მე-11 კლასის
მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც
დაასრულეს. გამოცდები 16, 17, 18, 19 ივნისს ამავე თანმიმდევრობით
ჩატარდება შემდეგ საგნებში – გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა. 20
ივნისი სარეზერვო დღეა. მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გამოსაშვები
გამოცდები საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 1600 საჯარო და კერძო
სკოლაში ჩატარდება. გამოსაშვები გამოცდები CAT-ის (კომპიუტერზე
ადაპტირებული ტესტირება) პრინციპით ტარდება და მოსწავლეები შედეგებს
ადგილზე იგებენ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები