საზოგადოება
ერევანსა და ბათუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება

რამდენიმე დღეში, ერევანსა და ბათუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება. საფირმო მატარებელი ”არმენია” 15 ივნისიდან ერევანიდან ბათუმში ტურისტების ტრანსპორტირებაზე იზრუნებს.

ერევანსა და ბათუმს შორის ”სამხრეთ კავკასიური რკინიგზის” მატარებელი რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს.

როგორც ”სამხრეთ კავკასიური რკინიგზაში” აცხადებენ, ერევანი-ბათუმი-ერავანის რეისზე ბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო და მისი შეძენა გარკვეული სადგურების გარდა ონლაინ - www.ukzhd.am-ის საიტის მეშვეობითაცაა შესაძლებელი.

”არმენია” ერევნიდან ბათუმში 15 საათსა და 40 წუთში ჩავა, ხოლო ბათუმიდან ერევანში კი 15 საათსა და 50 წუთში.

რკინიგზის ინფორმაციით, მგზავრობის ტარიფები არ შეცვლილა და ის გასული წლის ანალოგიურია.

მგზავრებს ვაგონში Wi-Fi-თ სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.

”სამხრეთ კავკასიური რკინიგზის” ინფორმაციით, 2014 წელს 2008 წელთან შედარებით ერევანსა და ბათუმს შორის მგზავრთნაკადი 538%-ით, 8,6 ათასიდან 46,3 ათას მგზავრამდე გაიზარდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.