ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 26 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 63,5 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. "ღვინის ქარხნებში 8 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 39 მლნ ლარს მიაღწია. 25 სექტემბერს დღეღამურად გადამუშავდა 6 620 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია", - აცხადებენ სააგენტოში. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის გადამუშავებულია თითქმის თანაბარი რაოდენობის რქაწითელი და საფერავი - 27-27 ათას ტონამდე, ასევე 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 7,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. "ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 22 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი - 12,5 ათასი ტ., ყვარელი - 12,2 ათასი ტ, სიღნაღი - 6,7 ათას ტ, ლაგოდეხი- 5,1 ათასი ტ, დედოფლისწყარო - 2 ათასი ტ, ახმეტა - 1,5 ათასი ტ და საგარეჯო - 1,7 ათასი ტონა. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 59 კერძო კომპანია და ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები