საზოგადოება
2016 წლიდან მიმოქცევაში ლარის განახლებული ბანკნოტები გამოვა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. „ეს იყო ახალი ეპოქა ფულის ისტორიაში, შესაბამისად, სიმბოლურად დიზაინის მნიშვნელოვანი განახლებაც ამ თარიღს დავამთხვიეთ"- განაცხადა ქადაგიძემ. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი უკვე გაცვეთილ და დაზიანებულ ფულის ნიშნებს ახალი ბანკნოტებით ანაცვლებს. მოცემული პერიოდისთვის ბანკს მარაგების შევსება უწევდა. შესაბამისად, ეს იყო საუკეთესო დრო, ვინაიდან პროცესი არ მოითხოვდა დამატებით ფინანსურ რესურსს. განახლდა ბანკნოტის ზომები, გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ზომების დიაგონალური სიმეტრიული ზრდის პრინციპი. ახალი ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი დამცავი ნიშნებით, მათ შორის დატანილია ნომინალის ამოცნობის ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.