საზოგადოება
გვინეაში ებოლათი დაავადებული ბოლო პაციენტი განკურნეს
გვინეის დედაქალაქ კონაკრიში გამოჯანმრთელდა და სამკურნალო ცენტრიდან გაიწერა 19 დღის წინ დაბადებული ჩვილი. ის უკანასკნელი პაციენტია, რომელსაც ბოლოს დაუდასტურდა ებოლას ციებ-ცხელების დიაგნოზი. ებოლას მკურნალობის საკოორდინაციო კავშირის წარმომადგენლის ფოდე ტასა სილას განმარტებით, ბავშვის მკურნალობის შემდეგ გაკეთდა ორი ტესტი, რომლებმაც უარყოფითი შედეგები უჩვენა. Reuters-ის ინფორმაციით, ვირუსის მკურნალობის ცენტრში ჩვილი ებოლათი დაავადებულმა დედამ გააჩინა, რომლის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. გვინეა ებოლას ვირუსისგან თავისუფალ ქვეყანად იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ მომავალი 6 კვირის განმავლობაში იქ დაავადების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდება. მეზობელი სიერა - ლეონე და ლიბერია უკვე გამოცხადდნენ ებოლასგან თავისუფალ ქვეყნებად.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.