გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში რიგით 41-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 797 ბავშვს მონათლავს. ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება და მისი დასრულების შემდეგ უწმინდესი ნათლულებს დალოცავს. ამ დროისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 25.943 ნათლული ჰყავს. ილია მეორის ინიციატივით, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილის ნათლია, მშობლების სურვილის შემთხვევაში, პატრიარქი ხდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები